ტოკიოში ოლიმპიადაზე პლასტიკური ნარჩენებისგან დამზადებულ პოდიუმებს გამოიყენებენ

17:41, 15.06.2019

2020 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები მედლებს მიიღებენ პოდიუმებზე, რომლებიც დამზადებული იქნება გადამუშავებული პლასტიკური ნარჩენებისგან. ამ ნარჩენებს იაპონიაში ან მსოფლიო ოკეანეში შეაგროვებენ. ამის შესახებ თამაშების ორგანიზატორები იტყობინებიან.

13 ივნისიდან მოყოლებული, ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელის AEON-ის 2000 სავაჭრო წერტილში დადგამენ ყუთებს პლასტიკური ნივთების შესაგროვებლად. სწორედ მათგან უნდა დამზადდეს პოდიუმები მედალისტებისთვის.

ორგანიზატორები ვარაუდობენ 45 ტონა პლასტიკატის შეგროვებას და მათგან დაახლოებით 100 პოდიუმის დამზადებას. პირველად ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, პოდიუმებს დაამზადებენ გადამუშავებული მასალებისგან.

ასევე ცნობილია, რომ ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადისთვის მედლებს ჩამოასხამენ გადამუშავებული მეტალისგან, რომელსაც შეაგროვებენ ძველი მობილური ტელეფონებისგან და სხვა ელექტრონული მოწყობილობებისგან. გარდა ამისა, ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის მონაწილეების ფორმა, ნაწილობრივ დამზადებული იქნება გადამუშავებული პლასტიკური ბოთლებისგან.

მსგავსი