ტოკიოში ოლიმპიადას გააუქმებენ, თუ იაპონიაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუმჯობესდება #1TVSPORT
ტოკიოში ოლიმპიადას გააუქმებენ, თუ იაპონიაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუმჯობესდება #1TVSPORT

იაპონიის მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ტოსიჰირო ნიკაიმ გამოაცხადა, რომ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები, შესაძლოა, საბოლოოდ გააუქმონ, თუ კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

„თუ ოლიმპიადის უსაფრთხო ჩატარება შეუძლებელი იქნება, მაშინ თამაშები უნდა გავაუქმოთ. რაში მდგომარეობს ოლიმპიადის აზრი, თუ ის ინფექციის გავრცელების კერა გახდება? ამ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება“, – მოჰყავს ნიკაის სიტყვები სააგენტო Kyodo News-ს.

2020 წლის ზაფხულის თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

დატოვე კომენტარი