ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს გურამ თუშიშვილი იასპარეზებს
ტოკიოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს სახელით ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი იასპარეზებს.
თუშიშვილი განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე ინდოელი შუბჰამ კუმარი იყო და მეტოქე 17 წამში დაამარცხა.
თუშიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ტაჯიკი თემურ რახიმოვი იქნება.