ტოკიოში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სამგზავრო მატარებელში ათი ადამიანი დაჭრა
ტოკიოში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც სამგზავრო მატარებელში ათი ადამიანი დაჭრა

ტოკიოს სამგზავრო მატარებელში სულ მცირე ათი ადამიანი დანით დაჭრეს. ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა პოლიციამ მალევე დააკავა.

ტოკიოს პოლიციის ინფორმაციით, ერთი ადამიანი სერიოზულად დაშავდა, ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთმა კი დამოუკიდებლად შეძლო წასვლა. სადგურზე მყოფი თვითმხილველების თქმით, სადაც მატარებელი გაჩერდა, მგზავრები ვაგონიდან გამორბოდნენ და ყვიროდნენ, რომ ვაგონში მოქალაქეებს თავს დანით დაესხნენ.

იაპონური მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 36 წლის ეჭვმიტანილი, ცუშიმა იუსუკე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციას განუცხადა, რომ სურდა ქალის მოკვლა, რომელიც „ბედნიერად გამოიყურებოდა.“ ეჭვმიტანილის მოტივებს პოლიცია იძიებს.