ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ტოკიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიის დედაქალაქში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 206 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკვე მეოთხე დღეა, ტოკიოში ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 200-ზე მაღალია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე იაპონიაში „კოვიდ-19“-ის 21 129 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 982 ადამიანი.