ტოკიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 339 ადამიანი დაინფიცირდა
ტოკიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 339 ადამიანი დაინფიცირდა

ტოკიოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 339 ადამიანი დაინფიცირდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, იაპონიის დედაქალაქში კორონავირუსით 18, 607 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 347 გარდაიცვალა.

ტოკიოში, კლინიკაში მოთავსებული 32 კოვიდინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ტოკიოში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული.