ტოკიოს ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

დღეს ლოზანაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ისტორიაში პირველად საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრის შედეგად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები „ა“ ჯგუფში ითამაშებს.

„ა“ ჯგუფი
1. საქართველო
2. აზია 1
3. კანადა
4. ბრაზილია
5. მონტენეგრო
6. საბერძნეთი

„ბ“ ჯგუფი
1. ხორვატია
2. ჰოლანდია
3. აზია 2
4. რუსეთი
5. გერმანია
6. არგენტინა

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი 22-29 მარტს როტერდამში გაიმართება.