ტოკიოს ოლიმპიადაზე იტალიას დროშისა და ჰიმნის გარეშე დარჩენა ემუქრება
ტოკიოს ოლიმპიადაზე იტალიას დროშისა და ჰიმნის გარეშე დარჩენა ემუქრება

იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჯოვანი მალაგომ განაცხადა, რომ იტალიელი სპორტსმენები ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაძლოა, დროშისა და ჰიმნის გარეშე დარჩნენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უკმაყოფილოა იმით, რომ იტალიაში შეიქმნა ახალი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც შეუძლია ჩაერიოს ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმეებში, რაც აკრძალულია ოლიმპიური ქარტიით.

„ძალიან დიდია იმის რისკი, რომ ტოკიოში დროშისა და ჰიმნის გარეშე გავემგზავროთ. არავის უნდა სანქციები, ეს საშინელი გადაწყვეტილება იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ისინი, ვისაც წილად ხვდა გადაწყვეტილების მიღების პატივი და პასუხისმგებლობა, ყოველ შემთხვევაში, სიტყვას მაინც შეასრულებენ, რადგან ამ მომენტისთვის ყველამ იცის, რა დიდ რისკზე მივდივართ“, – განაცხადა მალაგომ ტელეკომპანია RAI-სთვის კომენტარში.

მალაგოს თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შესაძლო სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას 27 იანვარს მიიღეს, როცა აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართება. სექტემბერში სოკ-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა გააფრთხილა იტალიური მხარე, რომ ძალიან შეშფოთებულია შექმნილი სიტუაციით.