ტოკიოს ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში, შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება
იაპონიის დედაქალაქის, ტოკიოს ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ქალაქში შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ერთი დღეა, რაც ტოკიოში სავარჯიშო დარბაზები და მაღაზიები გაიხსნა.
„გაფრთხილების მიზანია, რომ მოსახლეობამ გააცნობიეროს არასტაბილური სიტუაცია და სიფრთხილე გამოიჩინოს“, – განაცხადა ტოკიოს გუბერნატორმა, იურიკო კოიკემ.
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემთხვევაში, ის შეზღუდვების კვლავ ამოქმედების საკითხს განიხილავს.
ეს პირველი შემთხვევა მაისის შუა რიცხვების შემდეგ, რაც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ერთ დღეში 30-ს გადააჭარბა. ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის, ღამის ცხოვრების გააქტიურებას.
იაპონიაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 16 800 შემთხვევა, გარდაიცვალა 900 ადამიანი.