ტოკიოს გრანდ სლემზე, ბექაურთან ერთად, ხუთი ქალი ძიუდოისტი იასპარეზებს #1TVSPORT
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში 3-4 დეკემბერს ძიუდოში გრანდ სლემი გაიმართება. ტურნირზე საქართველოდან ექვსი სპორტსმენი იასპარეზებს. შეჯიბრზე მამაკაცებიდან მხოლოდ ტოკიოს ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა ბექაური იჭიდავებს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ძიუდოისტის გრანდ სლემზე გამოსვლა იაპონელების დიდი სურვილი გახლდათ.
შემადგენლობა 2022 წლის ტოკიოს გრანდ სლემისთვის:
-90 კგ: ლაშა ბექაური
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი; ნინო ლოლაძე
-63 კგ: ეთერ ასკილაშვილი
-70 კგ: ნინო გულბანი
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი.
იაპონიაში გასამართ ტურნირზე ლაშა ბექაური და ეთერ ლიპარტელიანი საკუთარი წონის ლიდერები არიან. შეჯიბრზე გამომსველი ძიუდოისტების უმეტესი ნაწილი აზიის ქვეყნებიდან იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, ტოკიოს გრანდ სლემის შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი გაიმართება. მასტერსს ძიუდოში იერუსალიმი 20-22 დეკემბერს უმასპინძლებს.