ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა ბილეთების დაბრუნებაზე განაცხადების მიღება დაიწყეს
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შეძენილ ბილეთებზე ფულის დასაბრუნებლად განაცხადების მიღება დაიწყო.
„ტოკიო 2020“-ის პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ თანხის უკან მიღებას შეძლებენ იაპონიის მოქალაქეები, რომლებმაც ეროვნული ლატარიის მეშვეობით მოიგეს ბილეთების შეძენაზე უფლება. ხოლო უცხოელებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვს ბილეთები, მოუწევთ მიმართონ გაყიდვების რეგიონულ ოფისებს.
განაცხადებს ნოემბრის ბოლომდე მიიღებენ. ამის შემდეგ, 1-21 დეკემბერს, ორგანიზატორები გეგმავენ ბილეთებისთვის ფულის დაბრუნებას პარალიმპიურ თამაშებზე.
ოფიციალური მონაცემებით, 10 მილიონი ბილეთიდან, რომელთა გაყიდვასაც ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რეალიზებულია 4.4 მილიონი ბილეთი.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს ოლიმპიადა ერთი წლით გადაიტანეს და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.