ტოკიო 2020-ის მასპინძლებმა სამახსოვრო მონეტების დიზაინი შეარჩიეს

23:39, 04.08.2019

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ორი 500-იენიანი სამახსოვრო მონეტის (4.68 აშშ დოლარი) დიზაინი შეარჩიეს.

იაპონიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა განმარტებით, ნამუშევრებზე ასახულია XVII საუკუნის მხატვრის, ტავარაია სოტაცუს შესრულებული ჭექა-ქუხილისა და ქარის ღმერთების – რაიჯინისა და ფუჯინის ილუსტრაციები, რომლებიც ქვეყნის საგანძურად არის აღიარებული.

იაპონიის ზარაფხანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, შერჩეულმა ნამუშევრებმა ხმათა 43 პროცენტი მოაგროვა.

რაიჯინი – ჭექა-ქუხილის ღმერთი ამოტვიფრული იქნება ოლიმპიურ მონეტაზე, ხოლო ფუჯინი – ქარის ღმერთი, პარაოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილ მონეტაზე იქნება ასახული.

500-იენიანი მონეტები იაპონიაში 2020 წლის ივლისიდან გაიყიდება.

მსგავსი