ტოივო კლაარის ინფორმაციით, მოსკოვში, თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრების მთავარი მიზანი 11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისთვის მომზადება იყო
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი, გაერო-ს და ეუთო-ს კოლეგებთან ერთად, მოსკოვში, თბილისში, ცხინვალსა და სოხუმში შეხვედრების გამართვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშნულის შესახებ ტოივო კლაარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორ ტოივო კლაარი წერს, შეხვედრების მთავარი მიზანი 11-12 ივლისს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდისთვის მომზადება იყო.
