ტოივო კლაარი - ყველა ხვდება, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ ის დავიცვათ და განვავითაროთ
ტოივო კლაარი - ყველა ხვდება, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ ის დავიცვათ და განვავითაროთ

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი მიიჩნევს, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაუნდი გვაქვს. მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ დღეს გვქონდა დისკუსია ყველა მონაწილესთან. ყველა ხვდება, რომ ჩართულობა და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის, რაც ასევე გვსურს თანათავმჯდომარეებს. ცოტათი რთულია პროგნოზირება, როგორ წარიმართება ხვალინდელი დღე, მაგრამ არსებობს საერთო განცდა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ ის დავიცვათ და განვავითაროთ, და თუ შესაძლებელია, მივაღწიოთ პატარ-პატარა გამარჯვებებს“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი, 57-ე რაუნდი ხვალ გაიმართება.