ტოივო კლაარი სომხეთში ჩავიდა
ტოივო კლაარი სომხეთში ჩავიდა

სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი სომხეთის რესპუბლიკაში ჩავიდა.

„კარგია სომხეთში დაბრუნება. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები იგეგმება“, – წერს კლაარი „ტვიტერზე“.

ტოივო კლაარმა შეხვედრები გამართა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელ არარატ მირზოიანთან.

ფაშინიანთან შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენელმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ, სავაჭრო, ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროებში ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის მოგვარებისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნის შესაძლებლობის საკითხებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრისას ტოივო კლაარმა რეგიონული უსაფრთხოების თემები მიმოიხილა.

სომხეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავა, სადაც რიგ ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს.