ტოივო კლაარი - სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საგანგაშო მოვლენები გრძელდება, მხარეებს მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ
სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განვითარებული მოვლენების გამო ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს.
აღნიშნულის შესახებ სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.
„სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე საგანგაშო მოვლენები გრძელდება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, ძალთა დაშორიშორებისა და კონსტრუქციული დიალოგისკენ, ვიდრე კიდევ ახალი მსხვერპლი იქნება. ევროკავშირი მხარეთა დასახმარებლად მზადაა“, – წერს ტოივო კლაარი.
აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ.