ტოივო კლაარი – შეშფოთებული ვარ სროლებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყანამ გამოიჩინოს თავშეკავება

13:48, 13.07.2020

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ დაპირისპირებას სამხრეთ კავკასიის და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ტოივო კლაარი გამოეხმაურა.

როგორც ტოივო კლაარი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანამ გამოიჩინოს თავშეკავება და გამოიყენოს კომუნიკაციის ყველა საშუალება.

„შეშფოთებული ვარ სროლებით სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანამ გამოიჩინოს თავშეკავება და გამოიყენოს კომუნიკაციის ყველა საშუალება, ისევე როგორც პირდაპირი მეთოდები, ასევე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ოფისებიც“ , – აღნიშნავს ტოივო კლაარი.

მსგავსი