ტოივო კლაარი - ევროკავშირში გვჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ
ტოივო კლაარი - ევროკავშირში გვჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ

ევროკავშირში გვჯერა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ტოივო კლაარმა აღნიშნა.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ დროს, როდესაც უკრაინაში ომია.

„ჟენევის მოლაპარაკებები არის უნიკალური ფორმატი. ჩვენ ბევრი ასეთი ფორმატი არ გვაქვს ასეთ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ომია. ჩვენ, ევროკავშირში, გვჯერა, რომ ეს ფორმატი უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ. ამ ხედვას იზიარებს ყველა თანათავმჯდომარე და მონაწილე. ჟენევაში სწორედ ამ გაგებით ჩამოვდივართ, რომ ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები. მჯერა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თავად ის ფაქტია, რომ გვაქვს ეს დისკუსიები, რომელიც რეგულარულად იმართება, რაც გვაძლევს საშუალებას, გავცვალოთ პოზიციები და შეხედულებები, შევაფასოთ სიტუაცია. გარდამტეხი შედეგების მოლოდინი ამ ეტაპისთვის ალბათ სწორი მიზანი არ იქნება, როგორც ვთქვი, მნიშვნელოვანია თავად ის ფაქტი, რომ აქ ვართ და შეხვედრის შესაძლებლობა გვაქვს“, – განაცხადა ტოივო კლაარმა.