ტოივო კლაარი - ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებით
ტოივო კლაარი - ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებით

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებით.

გააქტიურებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცხელი ხაზი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები ფაქტების დასადგენად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს სამი მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში უკანონოდ დააკავა. დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.