ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მეხუთედ მოიგო (ვიდეო)

ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე წარმატებულ სერიას აგრძელებს ლევან გორგაძე.

ბაშოს მე-9 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა შოჰოძანი იყო. ლევანმა იაპონელ მებრძოლს იოლად მოუგო. ტოჩინოშინმა მეტოქეს დაჯახებისთანავე დააკარგვინა წონასწორობა, მარტივად აიღო მავაში და იორიკირის ილეთით გადაიყვანა დოჰიოდან.

ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშოზე ზედიზედ მე-5-ე ორთაბრძოლა დაასრულა წარმატებით, მოგება-წაგების ბალანსი 7:2-ზე აქვს და დადებითის გასაფორმებლად დარჩენილი 7 ბრძოლიდან 1 მოგებაც ჰყოფნის.

დადებითი ბალანსის შემთხვევაში ტოჩინოშინი სეკივაკეს პრესტიჟულ წოდებას შეინარჩუნებს.