ქართველმა სეკივაკემ, ტოჩინოშინმა, ჰარუ ბაშოზე მე-3 გამარჯვება გაიფორმა და კვლავ დადებით ბალანსზე (3:2) გავიდა.
ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი კომუსუბი ჩიოტაირიუ იყო რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველ მებრძოლს აქამდე თანაბარი ბალანსი 2:2 ჰქონდა.
ტოჩინოშინმა მეტოქის დასამარცხებლად ამჯერად ოკურიდაშის ილეთი გამოიყენა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძის მომდევნო მეტოქე ასევე იაპონელი პირველი მაეგაშირა, შოთა ენდო იქნება რომელსაც ჰარუ ბაშოზე ასევე 3:2 ბალანსი აქვს.
ჯურიოს დივიზიონი თავისი მორიგი შეხვედრა თეიმურაზ ჯუღელმაც (გაგამარუ) მოიგო და მისი ბალანსი 4:1-ზეა.