ტოკიოში დასრულდა ჰაცუ ბაშოს მე-11 დღე. ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე იაპონელი დაისუკე ტაკარაფუჯი იყო.
დაპირისპირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ძალზედ დაძაბული გამოდგა. ქართველი სუმოისტი ახლოს იყო მარცხთან. ტაკარაფუჯის მძლავრი მიძალების შემდეგ ლევანი დოჰიოს წრის ხაზთან აღმოჩნდა, თუმცა გვერდზე გაწევით მეტოქეს წონასწორობა დააკარგვინა და მორიგი გამარჯვება მიითვალა.
დღევანდელი დღის შემდეგ ტოჩინოშინი, ათი მოგებითა და ერთი მარცხით, ჰაცუ ბაშოს ლიდერია. იგი ამ პოზიციას მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსთან იყოფს.