ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშოზე დღესაც მოიგო (ვიდეო)

18:11, 24.01.2018

ტოკიოში დასრულდა ჰაცუ ბაშოს მე-11 დღე. ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) მეტოქე იაპონელი დაისუკე ტაკარაფუჯი იყო.

დაპირისპირება საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და ძალზედ დაძაბული გამოდგა. ქართველი სუმოისტი ახლოს იყო მარცხთან. ტაკარაფუჯის მძლავრი მიძალების შემდეგ ლევანი დოჰიოს წრის ხაზთან აღმოჩნდა, თუმცა გვერდზე გაწევით მეტოქეს წონასწორობა დააკარგვინა და მორიგი გამარჯვება მიითვალა.

დღევანდელი დღის შემდეგ ტოჩინოშინი, ათი მოგებითა და ერთი მარცხით, ჰაცუ ბაშოს ლიდერია. იგი ამ პოზიციას მონღოლ იოკოძუნა კაკურიუსთან იყოფს.

ჰაცუ ბაშო ოთხ დღეში დასრულდება.

https://www.youtube.com/watch?v=tl4W-D0QOu8

 

 

მსგავსი