ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში დაწინაურდა – ქართველის საუკეთესო შედეგი ბოლო სამი წლის განმავლობაში #1TVSPORT
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ს განახლებულ რეიტინგში რვა პოზიციით წინ წაიწია და 87-ე ადგილზე გადაინაცვლა.
34 წლის ქართველ ჩოგბურთელს 681 სარეიტინგო ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ ეს ბასილაშვილისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლო პერიოდში წარმატებით იასპარეზა ალმათის ATP 250 კატეგორიის ტურნირზე, სადაც ფინალში გავიდა, ვენის ტურნირზე კი მერვედფინალამდე მიაღწია — იქ ბასილაშვილი მომავალ ჩემპიონთან, კარლოს ალკარასთან დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერის საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილია, რომელსაც მან 2019 წელს მიაღწია.