ტოჩინოშინის პირველი მარცხი ნაცუ ბაშოზე (ვიდეო)

გაზაფხულის ბაშოს მე-13 დღეს ტოჩინოშინი პირველად დამარცხდა. მისი მეტოქე შოდაი იყო, რომელთანაც ლევანს დადებითი ბალანსი ჰქონდა.

შოდაის ტურნირზე 7 გამარჯვება და 5 მარცხი ჰქონდა და კაჩიკოშის განაღდებისთვის ტოჩინოშინის დამარცხება სჭირდებოდა.

დაპირისპირება მოკლე გამოდგა. ტოჩინოშინი შოდაის მძლავრად მიაწვა და მის დოჰიოდან გაყვანასთან ახლოს იყო, თუმცა წონასწორობა თავად დაკარგა და წაიქცა.

13 დღის შემდეგ ტოჩინოშინის ბალანსზე 12 გამარჯვება და ერთი მარცხია. ტურნირის მე-14 დღეს იგი მონღოლ იოკოძუნა კაკურიუს შეხვდება.