ჰარუ ბაშოს ტურნირზე დღეს მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა და ლევან გორგაძემ პირველი მარცხი იწვნია.
ტოჩინოშინი მონღოლ პირველ მაეგაშირა ტამავაშისთან დამარცხდა. ქართველმა სუმოისტმა ბრძოლა ჰატიკიკომის ილეთით დათმო.
ლევანს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთის ნაწილი გაწყვეტილი აქვს და მას გამაყუჩებლების გამოყენებით უწევს გამოსვლა.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მესამე მაეგაშირა, იაპონელი კოტოშოგოკუ იქნება.
იაპონელ სუმოისტს პირველი ორი შეხვედრიდან ერთი მოგებული ერთი კი წაგებული აქვს.