ტოჩინოშინმა შოთა ენდო დააიპონა. ოსაკაში მიმდინარე წლის მეორე სუპერტურნირზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ.
ჰარუ ბაშოს მე-6-ე დღეს ქართველი მებრძოლის მეტოქე პირველი მაეგაშირა შოთა ენდო იყო. ტოჩინოშინისა და ენდოს დაპირისპირება დღის გდებით დასრულდა, ლევანმა სუმოსთვის უჩვეულო ილეთი გამოიყენა და მეტოქე ქართული მოგვერდით დაამარცხა (კოტანაგე).
ეს ბაშოზე ტოჩინოშინის რიგით მე-4-ე გამარჯვებაა 2 მარცხის საპირისპიროდ. ოსაკას სუპერტურნირს იოკოძუნა კაკორიუ ლიდერობს 6-დან 6 მოგებით.