ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე იაპონელი ოძეკი ტაკაიასუ იყო. ორთაბრძოლა დაძაბული გამოდგა და დრამატულად განვითარდა.
მძლავრი შეჯახების შემდეგ ტაკაიასუმ უპირატესობა მიიღო და ქართველი მებრძოლის დოჰიოს კიდესთან მიყვანა შეძლო, თუმცა შემდეგ სიტუაცია სწრაფად შეიცვალა და ტოჩინოშინმა ეფექტური ილეთით ოძეკის დოჰიოს გარეთ გადაგდება მოახერხა.
გამარჯვებულის გამოსავლენად მსაჯთა კონსილიუმი შეიკრიბა და გამარჯვება ოძეკის მიაკუთვნეს. გამეორებაზე გამოჩნდა რომ სპირველი შეჯახების შემდეგ დოჰიოს რკალთან მყოფი ლევან გორგოძის ქუსლი ოდნავ შეეხო გარე პერიმეტრს და უკვე შემდეგ მოახერხა სიტუაციის შეცვლა და მეტოქის განდევნა.
საბოლოოდ ქართველ სეკივაკეს მარცხი ჩაეთვალა და მისი ბალანსი 7:4-ზე გახდა. ტოჩინოშინს მინიმალური დადებითი ბალანსის გასაფორმებლად , დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან ერთის მოგება სჭირდება.