ტოჩინოშინი გულშემატკივრებს შეხვდა
ტოჩინოშინი გულშემატკივრებს შეხვდა

ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე კავკასიის უნივერსიტეტში გულშემატკივრებს შეხვდა.

ტოჩინოშინმა შეხვედრაზე საგაზაფხულო ბაშოს დროს საკუთარ ემოციებზე ილაპარაკა და ხაზი გაუსვა გულშემატკივრების როლს მის ბოლოდროინდელ წარმატებებში.

ლევან გორგაძის განცხადებით, ძალიან ბედნიერია, რომ მთელი საქართველო ბაშოს მიმდინარეობის დროს 15 დღე მის გვერდით იყო.

„ბევრ ვიდეოსა და სხვადასხვა ჩანაწერს ვნახულობდი, რომელმაც გულწრფელად მომცა ძალა. ბევრჯერ ისეთი სიტყვებიც წამიკითხავს, ცრემლებიც კი მომრევია”, – განაცხადა ტოჩინოშინმა.

რაც შეეხება ოძეკის სტატუსის მიღების შემდეგ დამატებით ვალდებულებებს, ლევან გორგაძის განმარტებით, აქამდე რა ვალდებულებებიც ჰქონდა, ამას ორჯერ მეტი დაემატება.

ლევან გორგაძემ შეხვედრის მიმდინარეობისას გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და ბოლოს ავტოგრაფები დაარიგა.