ტობიას კრამერი - ჩვენ, როგორც ევროპელები, ვამბობთ, რომ ევროპის კარი ქართველებისთვის ღიაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ამ გზით სიარული
ტობიას კრამერი - ჩვენ, როგორც ევროპელები, ვამბობთ, რომ ევროპის კარი ქართველებისთვის ღიაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ამ გზით სიარული

ჩვენ, როგორც ევროპელები ვამბობთ, რომ ევროპის კარი ქართველებისთვის ღია რჩება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ამ გზით სიარული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემარმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები ყოველთვის არის ბოლო ვარიანტი, მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხის ხმა იყოს გათვალისწინებული, რომ თავად შეეძლოთ საკუთარი მომავლის განსაზღვრა.

„სანქციები ყოველთვის არის ბოლო ვარიანტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა გათვალისწინებული იყოს, რომ თავად შეეძლოთ საკუთარი მომავლის განსაზღვრა. ჩვენ, როგორც ევროპელები, ვამბობთ, რომ ევროპის კარი ღია რჩება ქართველებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველებმა თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა, ამ გზით სიარული. სწორედ ამიტომ ვართ საქართველოში, რათა ქართველებს მიეცეს საშუალება, ეს თავად გააკეთონ. თუ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ძირს უთხრიან ქართველების ამ შესაძლებლობას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ სტანდარტებს, რომლებიც კონსტიტუციით არის დაცული, მაშინ არსებობს სხვადასხვა გზა, რომ ჩვენი პროტესტი ვაჩვენოთ“, – განაცხადა ტობიას კრემარმა.

მისი თქმით, ევროპა საქართველოს გვერდით დგას, ყველაფერი არც კრემლის, არც საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების, არამედ ქართველების გადასაწყვეტია.

„ჩვენი მკაფიო გზავნილია, რომ ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ, ყველაფერი მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, არც კრემლის, არც საქართველოს მთავრობის ცალკეული წევრების, არამედ საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია, ყველაფერი მათ უნდა განსაზღვრონ. ჩვენ ვხედავთ, რა სურს ქართველ ხალხს, ისინი ახლა ქუჩაში არიან და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ. სანქციები ბოლო ვარიანტია, თუ საჭირო იქნება, სანქციები მიღებული იქნება, მაგრამ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი მთავრობა გააცნობიერებს, რომ სანქციების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებაა, რომელთაც სურთ ევროპა“, – განაცხადა ტობიას კრემარმა.