თხევადი გაზის გასამართ 22 სადგურს შეუსაბამობების გამოსწორება დაევალა
თხევადი გაზის გასამართ 22 სადგურს შეუსაბამობების გამოსწორება დაევალა

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ თხევადი გაზის გასამართ სადგურებს ტექნიკური უსაფრთხოების აღდგენა დაავალა.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში სააგენტომ თხევადი გაზის გასამართ 22 სადგურს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარა და ყველა მათგანზე ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობები გამოვლინდა. შედეგად, სადგურები დაჯარიმდნენ. ობიექტების მფლობელებს კი შეუსაბამობების გამოსწორება დაევალათ.

გაზგასამართი სადგურები თბილისში, თერჯოლაში, ზესტაფონში, მცხეთაში, ლანჩხუთსა და ოზურგეთში შემოწმდა.