ტიტულის მოგების შემდეგ პსჟ-ს პარიზის აეროპორტში მხოლოდ სამი გულშემატკივარი დახვდა #1TVSPORT
ტიტულის მოგების შემდეგ პსჟ-ს პარიზის აეროპორტში მხოლოდ სამი გულშემატკივარი დახვდა #1TVSPORT

მხოლოდ სამი გულშემატკივარი დახვდა „პარი სენ-ჟერმენს“ პარიზში იმ მატჩის შემდეგ, რომელშიც გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

პარიზული კლუბი ტიტულს შაბათს, გასვლაზე „სტრასბურთან“ ფრის (1:1) შემდეგ დაეუფლა.

შუაღამეს პირველი თვითმფრინავი იმ შვიდი ფეხბურთელით, რომლებსაც მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, პარიზ-ლე-ბურჟეს აეროპორტში დაეშვა. მოთამაშეთა ამ ჯგუფში იყვნენ მარკინიოსი, პრესნელ კიმპემბე, აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში. ფეხბურთელებმა აეროპორტი მიკროავტობუსებით დატოვეს და მათ არცერთი გულშემატკივარი არ დახვედრიათ.

საათ-ნახევრის შემდეგ გუნდის დანარჩენი შემადგენლობა შარლ დე გოლის აეროპორტში ჩავიდა. ეს დაახლოებით ღამის 2 საათზე მოხდა. გუნდს აეროპორტში მხოლოდ სამი გულშემატკივარი დახვდა და მათ ფეხბურთელებს ჩემპიონობა მიულოცეს.