ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ენდობა ნაკრების მთავარ მწვრთნელი ტიტეს და აპირებს მას ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.
როგორც ქვეყნის მთავარი გამოცემა Globo Esporte წერს, ბრაზილიაში კმაყოფილი დარჩნენ ტიტეს მუშაობით იმ მომენტიდან, როცა ის 2016 წელს ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგიასთან წაგება (1:2) არაფერს ცვლის ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის გეგმებში: მწვრთნელისთვის გამზადებულია ახალი კონტრაქტი, რომელიც მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატამდე იქნება ძალაში.
თავად ტიტემ, ჯერ უარი განაცხადა მომავალი კარიერის შესახებ კომენტარზე. საინტერესოა, რომ ამ მწვრთნელმა ბრაზილიის ნაკრების დამრიგებლის რანგში მხოლოდ მეორედ წააგო და პირველად გაუშვა ერთზე მეტი გოლი. სულ 57 წლის ტიტეს ხელმძღვანელობით, ბრაზილიამ 26 მატჩი ჩაატარა, 22 მოიგო, ორ-ორჯერ ფრედ ითამაშა და წააგო.