ტირანაში პოლიციასა და ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
ტირანაში პოლიციასა და ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ტირანაში ალბანეთის პარლამენტის შენობასთან პოლიციასა და ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, ოპოზიცია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე არტა მარკუს დანიშვნას აპროტესტებდა.

პარლამენტის წინ გამართულ დემონსტრაციაში სამი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეებს ევროკავშირისა და აშშ-ის დროშები ეკავათ ხელში. შეტაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციის კორდონის გარდღვევა და პარლამენტში შეჭრა სცადა.


ოპოზიცინერმა დეპუტატებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ე.წ. კვამლის ბომბები შეაგდეს, თუმცა ამან გენერალური პროკურორის კანდიდატურის დასამტკიცებლად კენჭიყსრა ვერ შეაჩერა. არტა მარკუ ალბანეთის გენერალურ პროკურორად დანიშვნას მმართველი სოციალისტური პარტიის 69 წევრმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. 


მთავარი ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ იანვრის დასაწყისში მასობრივ საპროტესტო აქციას გამართავს.


ალბანეთის სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმის მიხედვით, გენერალური პროკურორი მუდმივმოქმედმა კომისიამ უნდა დანიშნოს, თუმცა აღნიშნული კომისია ჯერ არ შექმნილა. მმართველი სოციალისტური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ კომისია უახლოეს კვირებში ჩამოყალიბდება, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი თანამდებობა, როგორიცაა გენერალური პროკურორის პოსტი, ვაკანტური ვერც ერთი დღით ვერ დარჩება.