ტირანას მწვრთნელი - დინამოს უპირატესობა გააჩნია, რადგან მათი ჩემპიონატი მიმდინარეობს
ტირანას მწვრთნელი - დინამოს უპირატესობა გააჩნია, რადგან მათი ჩემპიონატი მიმდინარეობს

ალბანეთის ჩემპიონ „ტირანას“ ნიგერიელმა მთავარმა მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა შეაფასა და მეტოქეზე, „დინამო თბილისზე“ და გუნდის შანსებზე ილაპარაკა.

ალბანელთა 47 წლის მწვრთნელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ტირანას“ დაკომპლექტება ჯერ არ დასრულებულა და „სატრანსფერო ბაზარზე“ მოთამაშეების დამატებაზე ჯერ კიდევ მუშაობს, რათა „ტირანა“ შემდეგ ტურში გავიდეს.

„ყველა გუნდი, ვინც ჩემპიონი გახდა, ძალიან ძლიერია. ჩვენ გასვლაზე ვითამაშებთ და არა – ტირანაში. ამით სირთულე კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ „დინამოსთან“ ვითამაშეთ, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი და მოვიგეთ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს ის მოწინააღმდეგეა, რომელსაც პატივისცემა სჭირდება“ – ამბობს ემანუელ ეგბო.

ნიგერიელმა სპეციალისტმა თბილისელთა უპირატესობაზე ილაპარაკა – „მათ უპირატესობა გააჩნიათ, რადგან საქართველოში ჩემპიონატი მიმდინარეობს. ეს მათთვის დიდი პლიუსია. უპირველესად, ეს ფაქტორი „დინამოს“ მოთამაშეებს ფსიქოლოგიურ თავდაჯერებულობას შემატებს. თუმცა, განსაკუთრებული შეგრძნება მაქვს – რადგან თუ ერთხელ შევძელით „დინამოს“ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხება, ეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია. ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე ვმუშაობთ, საჭირო ფეხბურთელები რომ დავიმატოთ და მიზანს მივაღწიოთ“ – აცხადებს ეგბო.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო თბილისი“ „ტირანას“ თბილისში უმასპინძლებს. მატჩი 18 ან 19 აგვისტოს „დინამო არენაზე“ გაიმართება. სამწუხაროდ, მატჩი გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.