„ტიპსბლადეტ“ (Tipsbladet) - საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ისრები „ბრონდბიუზე“ არ მიუთითებს
„ტიპსბლადეტ“ (Tipsbladet) - საბა ლობჟანიძის სატრანსფერო ისრები „ბრონდბიუზე“ არ მიუთითებს

დანიურმა გამოცემამ „ტიპსბლადეტმა“ (Tipsbladet) საბა ლობჟანიძის ტრანსფერზე წერილი გამოქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრების შემტევის ტრანსფერი დანიურ გრანდ „ბრინდბიუში“ გადაწყვეტილი არაა.

„საბა ლობჟანიძის ტრანსფერი ამ ფანჯარაშია დაგეგმილი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ახალი კლუბი „ბრონდბიუ“ იყოს. იგი ორი სეზონის განმავლობაში „რანდერსის“ საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ხოლო ბოლო დროს საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომლის ფორმითაც დანიას „ტელია პარკენზე“ გაუტანა. 24 წლის თავდამსხმელი „რანდერსში“ კარგად განვითარდა, მაგრამ ახლა ის დროა, კლუბის შეიცვალოს. ამიტომ კლუბს შეუძლია ამ ტრანსფერში ფული მიიღოს, ხოლო ლობჟანიძემ თავი უფრო მაღალ დონეზე გამოცადოს“, – წერს გამოცემა.

„ტიპსბლატედი“ ამტკიცებს, რომ მეტ-ნაკლებად შეთანხმებული საკითხია, რომ საბა ლობჟანიძის ახალი კლუბი მომავალ სატრანსფერო „ფანჯარაში“ გაირკვევა – „ქართველთან დაკავშირებით „ბრონდბიუ“ ახსენეს. „რანდერსის“ სპორტულმა დირექტორმა სორენ პეტერსენი თქვა, რომ მზად არის, ქართველის ტრანსფერი სხვა დანიურ კლუბს მიყიდონ. მაგრამ ლობჟანიძის სატრანსფერო ისრები „ბრონდბიუზე“ არ მიუთითებს“.

დატოვე კომენტარი