„ტიპსბლადეტ“ (tipsbladet) აანონსებს - მალე, „რანდერსი“ ლობჟანიძეს სხვა გუნდში გაუშვებს
„ტიპსბლადეტ“ (tipsbladet) აანონსებს - მალე, „რანდერსი“ ლობჟანიძეს სხვა გუნდში გაუშვებს

რანდერსში“ აცხადებენ, რომ საბა ლობჟანიძე, სავარაუდოდ, გუნდს უახლოეს პერიოდში დატოვებს – ინფორმაციას დანიური გამოცემა „ტიპსბლადეტ“ (tipsbladet) ავრცელებს.

„დანიის სუპერლიგის კლუბი მზად არის, ქართველი ლიდერი – საბა ლობჟანიძე ზაფხულში სხვა კლუბში გაუშვას. ქართველს „რანდერსთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. კლუბი და მოთამაშე თანხმდებიან, რომ დაშორებისთვის ზაფხული ყველაზე მისაღები დროა. ეს იმ შემთხვევაში, თუ საბა ლობჟანიძის მენეჯერი იპოვის კლუბს, რომლის შეთავაზებული თანხაც „რანდერსისთვის“ მისაღები იქნება. 24 წლის თავდამსხმელი კლუბში ორი წლის წინ ჩაირიცხა, მანამდე კი თავად თქვა, რომ ზაფხულში ახალ კლუბში გადასვლა სურს“, – წერს გამოცემა.

საბა ლობჟანიძე „რანდერსში“ 2017 წელს თბილისის „დინამოდან“ გადავიდა. დღეისათვის, ქართველმა გუნდის ფორმით დანიის სუპერლიგაში 69 მატჩი ითამაშა და 20 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი