თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

17:06, 30.12.2024

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განიხილეს სამომავლო პროექტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია.

საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-დაცვის საკითხსაც“,- აღნიშნულია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი