თინათინ რუხაძემ საფრანგეთის ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

17:16, 04.11.2025

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ საფრანგეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ოლივიე კურტოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის კულტურის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის ისაუბრეს ლევილის ქართველთა მამულში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით ინიციატივების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

მსგავსი