თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის კულტურის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის კულტურის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო საქმიანობის, კინოს, ლიტერატურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების, ასევე, ნიჭიერი ხელოვანების მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

თანამშრომლობა მოიცავს კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, მეცნიერებს, ექსპერტებსა და მკვლევრებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, სახელოვნებო და კულტურული ინსტიტუციების აქტიური ურთიერთთანამშრომლობის პროცესების ხელშეწყობას.

საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონიას საქართველოსა და ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.