თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის კულტურის მინისტრ მატლუბახონ სატორიონს შეხვდა
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრს, მატლუბახონ სატორიონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.
მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის კულტურული ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ კულტურის სფეროში თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხალხთა შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას.
შეხვედრის დასასრულს თინათინ რუხაძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
ინფორმაციას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.