თინათინ ბერძენიშვილმა, მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიწვევით, მედიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ მასტერკლასი ჩაატარა
თინათინ ბერძენიშვილმა, მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიწვევით, მედიის წარმომადგენლებისთვის ონლაინ მასტერკლასი ჩაატარა

მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიწვევით, საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ​მოლდოველი ჟურნალისტებისთვის ონლაინ მასტერკლასი ჩაატარა.

მასტერკლასი Management of TV production ხორციელდება მოლდოვის საზოგადოებრივი მაუწყებლის (TRM) ტრენინგცენტრის მიერ, პროექტის „მოლდოველი ჟურნალისტებისა და მედიაპროფესიონალების მომავალი თაობის შემოქმედებითი საზოგადოება“ ფარგლებში და დაფინანსებულია მოლდოვის რესპუბლიკაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ.

მასტერკლასის მიზანია, პროდიუსერებს, რეჟისორებსა და რედაქტორებს დაეხმაროს სატელევიზიო პროგრამირების ცოდნის გაღრმავებასა და მაყურებელთან მდგრადი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

„გვჯერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს და საზოგადოებრივი მედიის მართვის მოდელს გააცნობს“, – განაცხადა ტრენინგცენტრის ხელმძღვანელმა, დოქტორმა ნატალია ბერეგოიმ.