თინათინ ბერძენიშვილი - ვულოცავ მთელ ქვეყანას რადიოს დაბადების დღეს, მსმენელს ვუსურვებ, განეწყოს იმ პოზიტივით, რაც ჩვენს რადიოს აქვს და ისიამოვნოს ინტელექტუალური, სიღრმისეული გადაცემებით
თინათინ ბერძენიშვილი - ვულოცავ მთელ ქვეყანას რადიოს დაბადების დღეს, მსმენელს ვუსურვებ, განეწყოს იმ პოზიტივით, რაც ჩვენს რადიოს აქვს და ისიამოვნოს ინტელექტუალური, სიღრმისეული გადაცემებით

დღეს საქართველოს რადიოს 101 წელი შეუსრულდა. ვულოცავ მთელ ქვეყანას საქართველოს რადიოს დაბადების დღეს და რადიომსმენელს ვუსურვებ, განეწყოს პოზიტივით, რაც ჩვენს რადიოს აქვს, ისიამოვნოს საინტერესო, ინტელექტუალური, სიღრმისეული რადიომაუწყებლობით, – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, დღემდე საქართველოს რადიოს აქვს მსმენელის უმაღლესი ნდობა და ყოველდღიურად სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო გადაცემებს.

„ჩვენ შარშან სიამაყით აღვნიშნეთ რადიოს 100 წელი, რადგან ეს არ არის მხოლოდ რადიოს დაბადების დღე, არამედ პირველი მაუწყებლობის დაწყება ჩვენს ქვეყანაში. მით უფრო საამაყოა, რომ ჩვენმა რადიომ ასე სახელოვნად გაიარა ეს გზა.

დღემდე ჩვენს რადიოს აქვს მსმენელის უმაღლესი ნდობა, არის ერთადერთი თოქ რადიო, რომელიც არაჩვეულებრივი მუსიკის გარდა, მსმენელს ყოველდღიურად სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო გადაცემებს და 100 პროცენტით ფარავს მთელ საქართველოს.

გვყავს ერთგული რადიომსმენელები რეგიონებში და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი რადიოსიგნალი რომელიმე მაღალმთიან რეგიონს არ მისწვდა, გვიკავშირდებიან და ჩვენი ჯგუფი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის თითოეული მონაკვეთის და ადგილის სრულიად დაფარვას.

ვულოცავ მთელ ქვეყანას საქართველოს რადიოს დაბადების დღეს და რადიომსმენელს ვუსურვებ, განეწყოს იმ პოზიტივით, რაც ჩვენს რადიოს აქვს და ისიამოვნოს საინტერესო, ინტელექტუალური, სიღრმისეული რადიომაუწყებლობით“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.