თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, პროდუქტიულია
თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, პროდუქტიულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წარმომადგენლების სტუმრობა მნიშვნელოვანია.

როგორც თინათინ ბერძენიშვილმა აღნიშნა, EBU-ს წარმომადგენლები აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩვენი ახალი ვებპლატფორმით.

“ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან გვეწვია დელეგაცია. შევაჯამეთ მთელი წელი. აღფრთოვანებულები დარჩნენ ჩვენი ახალი შვიდენოვანი ვებპლატფორმით. ასევე, მოულოდნელი იყო მათთვის ის განახლება, რომელიც დახვდათ ახალ ნიუსრუმში. ცვლილებები იგეგმება რადიოს მიმართულებითაც. გვეწვია ძალიან საპატიო სტუმარი, ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოს განყოფილების ხელმძღვანელი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ბიბისის მთავარი რედაქტორი. ის უკვე პრაქტიკულ სამუშაოს გაივლის ჩვენს ჟურნალისტებთან, რედაქტორებთან, პროდიუსერებთან, ერთად დავგეგმავთ იმ ცვლილებებს, რომლებსაც უკვე რადიომსმენელი სულ მალე ჩვენს ეთერში მოისმენს, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, პროდუქტიული ვიზიტია”, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.