თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პირველი არხის შენობაში არავინ რჩება, ყველაფერი ავტომატურ რეჟიზმეა, ველოდებით პროცედურების დასრულებას
თინათინ ბერძენიშვილი - საქართველოს პირველი არხის შენობაში არავინ რჩება, ყველაფერი ავტომატურ რეჟიზმეა, ველოდებით პროცედურების დასრულებას

საქართველოს პირველი არხის შენობაში არავინ რჩება, ყველაფერი ავტომატურ რეჟიზმეა, ველოდებით პროცედურების დასრულებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თინათინ ბერძენიშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს პირველი არხის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ცოტა ხნის წინ შევიდა.

„ცოტა ხნის წინ შემოვიდა შეტყობინება ცხელ ხაზზე, რომ შენობაშია ბომბი და უნდა დავცალოთ შენობა. მივმართეთ შესაბამის პროცედურებს და როგორც ხედავთ, მიმდინარეობს შენობის დათვალიერება, შემდეგ ალბათ გავაგრძელებთ მუშაობას. დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ. იმედი გვაქვს, რომ მალე მორჩება პროცედურები. რაც მთავარია, რადიო და სატელევიზიო ეთერები არ შეჩერებულა. შენობაში ამ წუთას არავინ რჩება, ყველაფერი ავტომატურ რეჟიზმეა და ველოდებით პროცედურების დასრულებას“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.