თინათინ ბერძენიშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე
თინათინ ბერძენიშვილი - სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე

ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, ასევე, ფორმებსა და ხერხებზე, როგორ შეიძლება, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის იყოს მიმზიდველი ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით, პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ახალ თაობას შესაბამისად მიეწოდოს ის არასწორი ფორმები, რომლებმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ენას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, გარდა იმისა, რომ ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული ენის დაცვა, განსაკუთრებით ჩვენს მედიასივრცეში და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე, ასევე ვისაუბრეთ ფორმებსა და ხერხებზე, როგორ შეიძლება, განსაკუთრებით, ახალი თაობისთვის იყოს მიმზიდველი ეს ყველაფერი. არ ვიწყებთ ისეთი ტერმინების შეცვლას, რომელიც უკვე დამკვიდრებულია, თუმცა ის არასწორი ფორმები, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ენას, აუცილებლად იქნება ყურადსაღები. მნიშვნელოვანია, რომ ახალ თაობას, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში, ასევე „ტელესკოლის“ არხზე, შესაბამისი ფორმით მივაწოდოთ ეს ყველაფერი და სწორედ ამ სამუშაოებს ვიწყებთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

პირველი არხისა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამეტყველო ენის დახვეწასთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს გამართეს. შეხვედრის მიზანი მედიაში დამკვიდრებული ტიპური შეცდომების, ბარბარიზმების ქართული შესატყვისებით ჩანაცვლება და ქართული ენის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციაა.

შეხვედრაზე არხის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა საინფორმაციო და საგანმანათლებლო აქტივობა დაგეგმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით პირველ არხსა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტს შორის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება.