თინათინ ბერძენიშვილი პორტუგალიაში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიასამიტზე მოხსენებით წარდგა
თინათინ ბერძენიშვილი პორტუგალიაში, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიასამიტზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) მედიასამიტზე წარდგა. თინათინ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოწვევებსა და განვითარებაზე მოხსენება გააკეთა, ასევე ისაუბრა დიგიტალური მედიის ახალ სტრატეგიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მნიშვნელოვან როლზე რეგიონში.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედიასამიტში 40 ქვეყანა მონაწილეობს, რომელსაც პორტუგალიის საზოგადოებრივი მაუწყებელი 28-29 მაისს მასპინძლობს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი, რომელიც 56 ქვეყნის 71 წევრს აერთიანებს. საქართველოს პირველი არხისთვის უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებლების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი მუშაობა მედიის ახალი გამოწვევების მიმართულებით, რისთვისაც საუკეთესო პლატფორმა სწორედ ევროპის მაუწყებელთა კავშირია.