თინათინ ბერძენიშვილი პანელური დისკუსიის „ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივ რადიოში“ სპიკერია
სომხეთის რადიო დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ერევანში იმართება ღონისძიება თემაზე „საუკუნის ხმა — წარსულიდან მომავალში“.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი პანელური დისკუსიის — „ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივ რადიოში: ადამიანის ხმის დასასრული?“ — სპიკერია.
დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის გავლენას რადიოსა და საზოგადოებრივ მედიაზე, მის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, ასევე იმ ცვლილებებს, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები კონტენტის შექმნის, აუდიტორიასთან ურთიერთობისა და მედიის განვითარების პროცესში იწვევს.
პანელის მონაწილეებმა ისაუბრებეს საზოგადოებრივ მედიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკულ გამოცდილებაზე, შემოქმედებისა და ინოვაციისთვის შექმნილ შესაძლებლობებზე, ასევე ნდობასთან, ავთენტურობასა და სარედაქციო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ რისკებზე. დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ადამიანის ხმის როლი ხელოვნური ინტელექტის მზარდი გავლენის პირობებში.
პანელურ დისკუსიას BBC Radio-ს ხელმძღვანელი გრეჰემ ელისი უძღვებოდა. თინათინ ბერძენიშვილთან ერთად, დისკუსიის სპიკერები იყვნენ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, VRT-ს წარმომადგენელი ერვინ მაუსენი და reArmenia-ს პლატფორმის დამფუძნებელი გევორგ პოღოსიანი.
საიუბილეო ღონისძიება სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს საუკუნოვან ისტორიას, მის განვითარებასა და საზოგადოებრივი რადიოს მომავალს ეძღვნება.

