თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებრივი მედიის ლიდერების სამიტში მონაწილეობს
თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებრივი მედიის ლიდერების სამიტში მონაწილეობს

პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (CEE) საზოგადოებრივი მედიის ლიდერების სამიტში მონაწილეობს. სამიტის ფარგლებში განიხილება მედიის წინაშე მდგარი გამოწვევები და შესაძლებლობები.

2025 წლის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერების სამიტს ბრიუსელში 16 ქვეყნის 30-ზე მეტი ლიდერი დაესწრო. ლიდერობის საკითხისადმი მიძღვნილი სამიტი ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის, მარტინ შულცის მოხსენებით გაიხსნა. მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTBF) გენერალური დირექტორის, ჟან-პოლ ფილიპოტის მოხსენება.

წლევანდელი სამიტის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ ევროპელი გადაწყვეტილების მიმღები პირების მიწვევა, ევროკავშირის დონეზე საზოგადოებრივი მედიის მომავალი როლის შესახებ კრიტიკულ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

სამიტის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლების ლიდერებმა შეხვედრა გამართეს ევროპარლამენტში პერსპექტივების გაცვლის, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის შინაარსიანი დიალოგის შექმნისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლების ლიდერების სამიტი მოიცავს დისკუსიებს, მოხსენებებს და სტრატეგიული ხედვების გაზიარებას მონაწილეებს შორის.

2025 წლის CEE ლიდერთა სამიტს RTBF (ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი) და EBU (ევროპის მაუწყებელთა კავშირი) ბრიუსელში მასპინძლობენ.