თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე, „ბიბისის“ მასპინძლობით, ლონდონში მიმდინარე ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობენ
თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე, „ბიბისის“ მასპინძლობით, ლონდონში მიმდინარე ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობენ

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი და მედიის დირექტორი რუსუდან მანჯგალაძე, „ბიბისის“ მასპინძლობით, ლონდონში მიმდინარე ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაში იღებენ მონაწილეობას.

რიგით 94-ე გენერალურ ასამბლეას „ბიბისი“ ლონდონში, უესტმინსტერში მასპინძლობს.

გენერალური ასამბლეა მოიცავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელი საბჭოს ანგარიშს, სპეციალურ სესიებს და შეხვედრებს, რომელთა ნაწილი „ბიბისის“ ოფისში იმართება.

შეხვედრებზე განხილულია საზოგადოებრივი მედიის მართვისას ინოვაციების მნიშვნელობა, რათა მან უპასუხოს საზოგადოებაში მედიის მოხმარების შეცვლილ ჩვევებს, ასევე შეინარჩუნოს აქტუალობა სწრაფად განვითარებადი გლობალური მედიალანდშაფტის კონტექსტში და ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების პირობებში.

გენერალურ ასამბლეას ესწრებიან ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, წევრი მაუწყებლების გენერალური დირექტორები და მმართველი მენეჯმენტის წარმომადგენლები.